ყველა სიმპტომი იმის, რომ ნეგატიური ტენდენცია გვაქვს ეკონომიკაში, არის სახეზე, ამას ასახავს EU-ის კვლევაც - ჩუგოშვილი

14.03.25 12:25
ყველა სიმპტომი იმის, რომ ნეგატიური ტენდენცია გვაქვს ეკონომიკაში, არის სახეზე, ამას ასახავს EU-ის კვლევაც - ჩუგოშვილი

პლატფორმა Freebusiness-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, EU-ის ასეთი საგანგაშო ანგარიში საქართველოს ბიზნესკლიმატზე მოსალოდნელი იყო, რადგან მისი თქმით, 2 წელია ინვესტიციები მცირდება.

მისივე თქმით, სავალალო მდგომარეობაა ბიზნესბრუნვასთან დაკავშირებითაც. 

ყველა სიმპტომი იმის, რომ ნეგატიური ტენდენცია გვაქვს ეკონომიკაში, არის სახეზე. ამას ასახავს ეს კვლევაც - ამბობს ჩუგოშვილი "პირველებთან. 

ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო ბოლო ტენდენციებსი და პოლიტიკური არასტაბილურობიდან გამომდინარეც. 2 წელია ინვესტიციები მცირდება და ამ 2024 წელს უკვე 30%-ით შემცირდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ დავაკვირდეთ სექტორების ბრუნვას. 2024 წელს ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა მხოლოდ 4,9%-ით. ეს არის საქართველოს ისტორიაში მესამე ყველაზე ცუდი მაშვენებელი. ამაზე ცუდი მაჩვენებელი ჩვენ გვქოდნა მხოლოდ 2009 წელს, ომის და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ და 2020 წელს, პანდემიის დროს და ყველაზე დიდი სექტორი, რომელიც არის ვაჭრობის სექტორი, იმას საერთოდ შემცირებული აქვს ბრუნვა, არათუ საერთოდ ზრდაზეა საუბარი. ამიტომ, ყველა სიმპტომი იმის, რომ ნეგატიური ტენდენცია გვაქვს ეკონომიკაში, არის სახეზე. ამას ასახავს ეს კვლევაც", - ამბობს ჩუგოშვილი. 

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 200-მდე ევროპული კომპანია მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს.