5000-ლარიანი ჯარიმა დაემატა ჩემს მონაგარს - ბექა ბერიძიშვილი მეოთხედ დააჯარიმეს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ბექა ბერიძიშვილი მეოთხედ დააჯარიმეს. ამჯერად, პოლიცია მას გზის გადაკეტვას ედავება.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ 5000 ლარიანი ჯარიმა დაემატა ჩემს მონაგარს“, - წერს ის.
ყურადღება ცვლილებაა, 5000-ლარიანი ჯარიმა დაემატა ჩემს მონაგარს...
პ.ს წინა ჯარიმა 5000 ლარიანი რომ მეგონა 2000 აღმოჩნდა, მაგრამ გავიდა 2 დღე და 5000 ლარიანი ჯარიმა მაინც დამაწიეს...ამ ეტაპზე ჩემი მონაგარი: 3 ცალი 2000 ლარიანი ჯარიმა ლაზერზე. 1 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა გზის გადაკეტვაზე. ცეცხლი ოლიგარქიას!, - წერს ბერიძიშვილი.
მსგავსი სიახლეები
26.10.26 17:14
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.