რა ხარვეზები აქვს საბჭოთა დროინდელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს?- SJC-ის შეფასება

14.03.25 12:52
რა ხარვეზები აქვს საბჭოთა დროინდელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს?- SJC-ის შეფასება

რა ხარვეზები აქვს საბჭოთა დროინდელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს?-სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა შეფასება, რომელიც აჯამებს კოდექსის სისტემურ ხარვეზებსა და მის წინააღმდეგობებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში დღემდე მოქმედებს 1984 წელს მიღებული, საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ვერ პასუხობს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს და ყოველდღიურად უხეშად ლახავს ასობით ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. 

ბოლო თვეებში, უწყვეტი პროტესტის საპასუხოდ, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით კიდევ უფრო გაამკაცრა კანონმდებლობა.  
მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის რეფორმა 2019 წლიდან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სახელდებოდა, 2025 წლის გეგმაში ეს საკითხი საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული. ამით „ქართულმა ოცნებამ“ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების და პროტესტის ჩახშობის მიზნით პირდაპირ გადაუხვია მის მიერვე წლების განმავლობაში გამოხატულ პოზიციას. 

ვრცლად შეფასებას იხილეთ ბმულზე.