“თბილისი ენერჯი”: გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, გაზის მიწოდება 7800 აბონენტს შეუწყდება

14.03.25 13:02
“თბილისი ენერჯი”: გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, გაზის მიწოდება  7800 აბონენტს შეუწყდება

გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც გუშინ უნდა დაწყებულიყო, ერთი დღით გადაიდო და დღეს დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, გაზის მიწოდება 14 მარტს, 22:00 -დან 15 მარტის, 10:00 -მდე 7800 აბონენტს შეუწყდება.

გაზის მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • 1. ბ. ხმელნიცკის ქუჩა:
  • • II შესახვევი 6 (გაბრიელ სალოსის IV შეს. 4)
  • • N179, 181ა (გაბრიელ სალოსის 5ჩ. 6)
  • • 181ბ (გაბრიელ სალოსის გამზ. 181ბ)
  • • 63-ის მიმდებარე ტერიტორია (გაბრიელ სალოსის III ჩიხი 9)
  • • 48, 48*, 48-კავშირგ. ს/ს
  • • 101, 103-1, 103-2, 103-3, 103-4, 147, 147ა, 149, 149ა, 151, 153ა, 155, 157ა, 161, 163, 169, 171, 173
  • • სხვა მიმდებარე ობიექტები

2. გაბრიელ სალოსის გამზირი:

  • • 120 (შპს “ისანი პლიუსი”)
  • • 122 (შპს ,,ეიმ სითი”)
  • • 140 (138ა) – შპს “ისანი ბილდინგი
  • • 152 (შპს ,,კაპიტალ დეველოპმენტი”)
  • 3. სხვა ლოკაციები:
  • • სერგი წულაძის ქ. 32 (დევნილებით ჩასახლებული კორპუსი)
  • • ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის (შპს “დირსი”-ს კომპლექსი)
  • • საავიაციო დასახლების კორპ. 5, 6, 8
  • • სამგორის ქ. 18
  • • სამრეწველო დასახლების I, II, III ქუჩები (ბესიკ გეთიას, ჯანელიძის)

გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება შემდეგ დაწესებულებებს:

  • • გიმნაზია „შავნაბადა“
  • • თბილისის #85, #97, #106 საჯარო სკოლები
  • • #16 და #109 საბავშვო ბაღები
  • • ისანი-სამგორის პოლიციის III განყოფილება
  • სპორტკომპლექსი „შევარდენი“ (რაგბის კავშირი)
  • • შპს „ელიტა-ბურჯი“, „ქაღალდი პლიუსი“, „განახლება“, „ისანი +“, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“
  • • წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი
  • • შპს „ავერსის კლინიკა“, „გრინვეი საქართველო“
  • არასაყოფაცხოვრებო ობიექტები

მიწოდების აღდგენა დაიწყება: 15 მარტს, 10:00 საათიდან და ეტაპობრივად დასრულდება 19:00 საათამდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ღნიშნული სამუშაოები ქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის აუცილებელია. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის!, - წერია ინფორმაციაში.