შსს-მ ქუჩებში დასამონტაჟებელი კამერები ხმის ჩამწერი ფუნქციით იყიდა - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

15.03.25 17:01
შსს-მ ქუჩებში დასამონტაჟებელი კამერები ხმის ჩამწერი ფუნქციით იყიდა - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

შსს-მ მომიტინგეების იდენტიფიკაციისთვის და ქუჩებში დასამონტაჟებელი კამერები ხმის ჩამწერი ფუნქციით იყიდა -"პირველებმა" ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვა. 

  • 2025 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-მა შპს “ჯი ეს სი”-სგან შეისყიდა 155 977 ლარის ღირებულების 35 კამერა, რომელიც წარმოებულია Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd-ს (იგივე Dahua) მიერ.

შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, გომელაურის უწყება მოითხოვდა, რომ ჩინურ კამერებს აუდიო კაბელების შესაერთებლები ჰქონოდა. ექსპერტებს და სამოქალაქო სექტორს ეს გარემოება უჩენს ეჭვებს, რომ მაღალი გარჩევადობის, ჭკვიანი კამერების საშუალებით აქციის მონაწილეებს რეჟიმი იმის გარდა რომ უკანონოდ უთვალთვალებს, მოუსმენს კიდეც.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე ფაქტია, რომ შესასყიდ კამერებს ამის შესაძლებლობა აქვს აუდიო მასალაც, რომ მიიღოს და ჩაიწეროს. ლოგიკურადაც, ბუნებრივია აუდიო მდგენელი საჭირო იქნება პოლიციისთვის, იმისთვის რომ მოისმინოს რაზეა საუბარი შეკრებებზე. ძირითადი შეკითხვა აქ არის რამდენად კანონირად ხდება გამოყენება. დემოკრატიულს საზოგადოებაში ეს ისე გამოიყენება, რომ პერსონალურ მონაცემებთან არ მოდის კონტრასტში, პერსონალური მონაცემები დაცვასთან. ეხლა ჩინეთი და სხვადასხვა ავტორიტარი რეჟიმები მაგალითად ამას იყენებენ დამახსოვრებული მონაცემებით შემდგომ ადამიანის მისაყურადებლად, ფარული თვალთვალისთვის, ზოგჯერ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. იმ ფონზე, როდესაც დემონსტრანტების იდენტიფიცირება ხდება 2 საათში, 3 საათში. ხოლო მოთარეშეების, დამრბევების და პოლიციელების არასდროს არ ხდება გასულია 3 თვე, 4 თვე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მონაცემები გამოყენებული იქნა რეჟიმის დამყარებისთვის და არა მართლწესრიგისთვის", - ამბობს ანდო გოცირიძე.

რეჟიმმა პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის 2025 წლის იანვარ-თებერვალში ჯამში 485 877 ლარის ღირებულების ჩინური კამერა შეიძინა.