ბათუმში, ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია
ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 32 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართავდა, რომელიც ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა კაცი ავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მისი ახლობლები ყვებიან, რომ მოტოციკლი მან რამდენიმე თვის წინ შეიძინა.
მსგავსი სიახლეები
02.09.26 13:38
„ძირს მახოხიალეს, მირტყეს და ძალადობით გამომაგდეს“ - თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ჩხრეკის დეტალებზე
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვიდეოგადაღებისთვის ხელის შეშლა შესაძლოა ჩხრეკის დროს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შესაძლო უკანონო ქმედების დაფიქსირების თავიდან აცილებას უკავშირდებოდა.