მოპარული წიგნები სკანდალი - ექსკლუზიური კადრები მსოფლიო ბიბლიოთეკებიდან
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - მოპოვებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ევროპის ბიბლიოთეკებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან ასახულები, რომლებიც ბიბლიოთეკებში შედიან, იღებენ საუკუნეების წინანდელ ძვირადღირებულ ძველ წიგნებს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, უკვალოდ რჩება.
ვიდეო-კადრების გაშიფვრის შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეები წიგნების არა კითხვით, არამედ დათვალიერებით ყდების დეტალური შესწავლით არიან დაკავებულები. ვიდეო კადრებში წიგნების გატანის უშუალოდ გატანის ფაქტი არსად ჩანს.
"შაბათის ეთერმა" ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ წიგნების სკანდალური ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირთან, ესტონეთის ციხეში მყოფი ბექა ცირეკიძე ამტკიცებს, რომ არც მას და არც მის შვილს წიგნები არ მოუპარავთ და ეს სასჯელი მათ დაეკისრათ წიგნების მაფიაში ქართული პირების ცრუ ჩვენების საფუძველზე, რომლებსაც მისი თქმით გავლენიანი მფარველები ჰყავთ.