მოკლული გიორგი ახალაიას მშობლიურ სოფელში გლოვაა - რა ვერსია აქვთ ადგილობრივებს
ხობში, სოფელ საჯიჯაოში 21 წლის მოკლულ ახალგაზრდას გლოვობენ. "პირველები" გიორგი ახალაიას საცხოვრებელ სახლთან მივიდა, სადაც ადგილობრივებს გაეუსაბრა. იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ 21 წლის მოკრივე თბილისში, ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომელი იყო. მათი ვერსიით, გიორგიმ არასწრულწლოვნების ჯგუფი ბარში არ შეუშვა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ხობში მცხოვრებლების თქმით, არასრულლოვნებმა ადგილზე სხვა ჯგუფის წარმომადგენლები მიიყვანეს, რაც სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა.
მუშაობდა სადღაც დაცვაში კაფეში და არ შეუშვია არასრულწლოვანი ბავშვები და სხვა მოიყვანა იმან და 5 ჭრილობა მიაყენეს, - ყვება ადგილობრივი.
თბილისში გამთენიისას 21 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზდას ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში.
სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. "პირველების" ინფორმაციით, ჩხუბში არასწრულოვნებიც მონაწილეობდნენ.