რეპეტიციები ლევილის მამულში - საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თეატრებისთვის “ოცნებამ“ ახალი პროგრამა მოიფიქრა
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თეატრებისთვის “ოცნებამ“ ახალი პროგრამა მოიფიქრა- როგორც ირკვევა, მსახიობები რეპეტიციებს არა იმ თეატრში გავილიან, რომლებშიც დასაქმებულები არიან, არამედ მათ რეპეტიციების გავლის უფლებას ლევილის მამულში მისცემენ.
ე.წ ინოვაციური პროგრამით უკვე ისარგებლეს დმანისის თეატრის მსახიობებმა. ისინი 21 დღით, ბიუჯეტის ხარჯზე, საფრანგეთში იმყოფებოდნენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, ინიციტივა თავდაპირველად თეა წულუკიანს ეკუთვნოდა და პროგრამის მიხედვით, საბიუჯეტო თანხებზე მომუშავე თეატრებს, საშუალება ჰქონდათ, ლევილის მამულში წასულიყვნენ და იქ ჩაეტარებინათ რეპეტიციები.
სტუმარ-მასპინძელი გამოვუშვით და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო კულტურის სამინისტრომ, ლევილის ქართული მამულის გასაცოცხლებლად, იქ უნდა ჩასულიყვნენ თეატრები და სარეპეტიციო მსვლელობა ჰქონოდათ ლევილის მამულში, ეს გადაყვიტა ქალბატონმა თეამ, რათა იქ გაცოცხლებულიყო ის გენიალური სივრცე, რომელიც ამდენი ხანია, უპატრონოდ იყო მიტოვებული“ - ამბობს დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი სიხარულიძე.
დარგის ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეს პროგრამა ხალხის დაცინვა და ლევილის მამულის შეურაცხყოფაა.
ბატონ გიორგი სიხარულიძეს შეუძლია თუ არა, ჩამოაყალიბოს, რისთვის არსებობს ის თეატრი, რომლის ხელმძღვანელიც ბრძანდება თვითონ. ნაცვლად იმისა, რომ გამოვიდეს და მისივე სტუდენტები გააშვოს და ჭორაობით იყოს დაკავებული, ასევე, იმის ნაცვლად, რომ აღფრთოვანებული იყოს იმ გარყვნილი პრაქტიკით, რომ ლოიალური არტისტები, ჩვენს ხარჯზე, ატაროს სადღაც და ასე დაუფასოს მათ სამეფო კართან დაახლოებული პრაქტიკა და რიტორიკა, - ამბობს რეჟისორი, ზვიად ციკოლია.
იმის ფონზე, რომ არის თეატრები, სადაც 30 წელი,ა სცენაზე წყალი ჩამოდის, ვერ კეთდება, სადაც განათება არ აქვთ, ტექნიკური აღჭურვა არ აქვთ, ამ ყველაფრის ფონზე, ეს ცოტა ისე ჟღერს“, - ამბობს რეჟისორი ლევან წულაძე.
ხელოვანები საუბრობენ იმაზეც, რომ ამ ბენეფიტებით მხოლოდ ის თეატრები სარგებლობენ, რომლებიც “ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი და ამ ყველაფრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები იხარჯება.