"მნიშვნელოვანია, პატიმრებმა იცოდნენ, რომ ფინანსური დახმარების გარეშე არ დარჩებიან" - ჟორჟოლიანი

17.03.25 22:19
"მნიშვნელოვანია, პატიმრებმა იცოდნენ, რომ ფინანსური დახმარების გარეშე არ დარჩებიან" - ჟორჟოლიანი

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრებმა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ დარჩებიან ფინანსური დამხარის გარეშე" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებამდე მოახერხეს და პატიმრებს სწრაფი სესხები გადაუხადეს. ჟორჟოლიანის ცნობითვე, ფინანსური დახმარების გარეშე მხოლოდ ორი პატიმრის ოჯახი დარჩა, თუმცა ჟურნალისტის განმარტებით, ყველა გზას იპოვნიან, რომ მათაც დაეხმარონ. 

მინდა მივმართო პატიმრებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს საერთოდ არ არის პრობლემა მათთან დაკავშირებით. მოკლედ ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატიმრებმა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ დარჩებიან ფინანსური დამხარის გარეშე. მე მიხარია, რომ ჩვენ მოვასწარით მათი ოჯახების სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის შემსუბუქება, სწრაფი სესხების გადახდა. ორი ოჯახი დაგრჩა და მე დარწმუნებული ვარ, ვიპოვი ამ ქვეყანაზე კეთილ ადამიანებს, რომლებიც ამ მცირე ფინანსურ პრობლემას ამ ორ ადამიანსაც მოვუგვარებთ.

დანარჩენ შემთხვევაში მათ ეს კრედიტები და ფინანსური ვალდებულება ბანკებთან მოვუხსენით. მე ვარ ძალიან ბედნიერი და მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს იყო პატიმრების კრედიტები და დააწვათ ოჯახებს და რომ გამოვაცალეთ ეს ტვირთი ოჯახებს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაგვრჩა რამდენიმე ოჯახი და ამ პრობლემასაც დარწმუნებული ვარ მოვაგვარებთ. რაც შეეხება თვითონ პატიმრებს, ბიჭებო ეს არაფერს არ ნიშნავს თქვენს შემთხვევაში, რადგან მინდა იცოდეთ და არ ჩათვალოთ, რომ ვინმე ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩებით ", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. 

მსგავსი სიახლეები