თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - ნანუკა ჟორჟოლიანი ანგარიშების დაყადაღებაზე

17.03.25 22:49
თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - ნანუკა ჟორჟოლიანი ანგარიშების დაყადაღებაზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქველმოქმედო ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღების ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. 

ნანუკა ჟორჟოლიანი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს ჰაერი და სასიცოცხლო წყარო წაართვა. 

"ვატო შაქარაშვილს, გოგა ხაინდრავას, ნანა კაკაბაძეს და რუსეთის ყველა აგენტს ზუსტად ამ პრობლემებით ცხოვრებას ვუსურვებ, რომ მიხვდნენ, სინამდვილეში პროცესები რა სიმძიმით შეაფერხეს" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ვატო შაქარაშვილს და ნანა კაკაბაძეს გვერდს არ ავუვლი. ესენი არიან რუსეთის აგენტები. ნანა კაკაბაძე და გოგა ხაინდრავა არის მათი "სამართლებრივი მიზეზი", რომ ონკოპაციენტ ბავშვებს ჰაერი გადაუკეტონ. ხელისუფლება დგას რუსეთის აგენტებზე ასეთი საქმიანობის დროსაც კი. მისმის და მივიღებ საყვედურს, მაგრამ მაინც, ვატო შაქარაშვილს, გოგა ხაინდრავას, ნანა კაკაბაძეს და რუსეთის ყველა აგენტს, ხელისუფლების ყველა წევრს ვუსურვებ ზუსტად ამ პრობლემებით ცხოვრებას რომ მიხვდეთ სინამდვილეში, რა სიმძიმის შეფერხება გააკეთეთ თქვენ". - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. 

მსგავსი სიახლეები