"მშიშარა ხელისუფლებამ პატიმრებს ციხეში კვების წყარო შეუწყვიტა" - მარიზი კობახიძე

17.03.25 22:43
"მშიშარა ხელისუფლებამ პატიმრებს ციხეში კვების წყარო შეუწყვიტა" - მარიზი კობახიძე

 

 

"ხელისუფლება არის მშიშარა, რომელმაც უდანაშაულო პატიმრებს ციხეში კვების წყარო შეუწყვიტა, ოჯახებს საშუალება არ გვაქვს, რომ ეს ბავშვები ციხეში ვკვებოთ, ამას ფონდები აკეთებდნენ" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ განაცხადა.

მარიზი კობახიძის თქმით, მიუხედავად "უვარგისი ხელისუფლებისა და ჭორვილელი ვირთხის მიერ ფინანსური ტერორისა", დანებებას არ აპირებენ. 

ხელისუფლება ამ ხალხს ვერ შეაშინებს. ხელისუფლება არის თვითონ მშიშარა, რომელმაც უდანაშაულო პატიმრებს შეუწყვიტა კვების წყარო ციხეში. ჩვენ, ოჯახებს არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ ეს ბავშვები ციხეში ვკვებოთ, ამას აკეთებდნენ ფონდები. ჩვენ არ გვეშინია, რამდენიც უნდათ წერონ და იკითხონ ჯარიმები. მეც მაქვს ჯარიმა, არ ვიცი რა იქნება სასამართლო პროცესზე, მაგრამ არ ვაპირებ მაგის გადახდას. რას წაიღებენ დავინახავ. მანქანა მე არ მყავს, სახლი მე არ მაქვს. ეს არის უვარგისი ხელისუფლება, მაგრამ ეს არავის ბრალი არ არის, ეს არის ერთი ჭორვილელი ვირთხის ბრალი. დღეისათვის მაგათ საქციელი არის ბრაზი და ჩვენ არაფერი აღარ გაგვაჩერებს. შევაწუხებ და შეწუხდებიან ბოლო ბოლო და წავლენ", - ამბობს მარიზი კობახიძე.

ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.  

მსგავსი სიახლეები