სეუ-ს სტუდენტები რუსთაველის გამზირზე 24-საათიან პროტესტს იწყებენ

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირზე უწყვეტ, 24-საათიან პროტესტს იწყებენ.
ახალგაზრდებმა საგანგებო განცხადება პარლამენტთან, რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. მათივე თქმით, რუსთაველის გამზირზე გათენებას დღეიდანვე გეგმავენ.
ერთი თვეა დაახლოებით ისეთ ტემპით ვხედავთ ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გაგვაჩუმონ და ჩვენი ხმა აღარ გაიგონ. ყველაფერი აგვიკრძალონ, დაგვაშინონ, გვიწერენ ჯარიმებს ყოველდღიურად, ხალხს დღეში სამ და ოთხ ჯარიმას უწერენ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გვქონდეს ისეთი პროტესტი, რომელიც იქნება 24 საათის განმავლობაში ხმამაღალი და არანაირად არ გავჩუმდებით. ყველანაირად დისკომფორტი ექნება არამარტო ჩვენს რექტორს, არამედ მთლიანად რუსულ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს სტუდენტების დაშინებას", - ამბობს სეუ- ს სტუდენტი.
ცნობისთვის, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 110-ე დღეა. თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.