ნია გუგავა და გივიკო ბარათაშვილი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს

17.03.25 22:37
ნია გუგავა და გივიკო ბარათაშვილი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობები, ნია გუგავა და გივიკო ბარათაშვილი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს.

ნია გუგავა "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა საჯარიმო ქვითარი რუსთაველზე დგომისთვის, პროტესტისთვის გამოუწერეს. 

პირველ რიგში, ახალი ამბავი მინდა ვთქვა. რამდენიმე საათის წინ დამირეკეს მე და ჩემს კოლეგას, გივიკო ბარათაშვილს, დაგვაჯარიმეს 5 000-5 000 ლარით რუსთაველზე დგომისთვის, პროტესტისთვის". - განაცხადა ნია გუგავამ. 

მსგავსი სიახლეები