გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა - IBSU
შავი ზღვის უნივერსიტეტის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" განათლების ყოფილი მინისტრი ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონსულტანტად დაინიშნა.
განცხადება უნივერსიტეტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც EDU.ARIS.ge-მ დაწერა, რომ გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გახდა.
უნივერსიტეტის მტკიცებით, "გიორგი ამილახვარი უნივერსიტეტს ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში დაეხმარება".