უიკერი: საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან - მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის

18.03.25 00:11
უიკერი: საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან - მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს პლატფორმა X-ზე ეხმაურება

როჯერ უიკერი სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარს უჭერს ყველა იმ ადამიანს, რომელიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. 

საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან. მე მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ და არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით“, - წერს უიკერი.

მსგავსი სიახლეები