ციხე თუ თავისუფლება? - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი ვერდიქტის მოლოდინშია

22.09.21 10:54
ციხე თუ თავისუფლება? - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი ვერდიქტის მოლოდინშია

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი, ვანო ზარდანაშვილი ვერდიქტის მოლოდინშია - ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება კახეთში მომხდარი გახმაურებული მკველელობის საქმეზე უნდა გამოაცხადონ. 

ზარდანაშვილს თელავის საავადმყოფის დირექტორის განზრახ მკვლელობას ედავებიან. გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლა. მკვლელობის მოტივად კი შურისძიება სახელდება.

მსგავსი სიახლეები