გომელაურის სიძის სკანდალი - ცნობილია თარიღი, როდის გამოაცხადებს სააპელაციო დაკავებული ინსპექტორის საქმეზე განაჩენს

18.03.25 11:50
გომელაურის სიძის სკანდალი - ცნობილია თარიღი, როდის გამოაცხადებს სააპელაციო დაკავებული ინსპექტორის საქმეზე განაჩენს

გომელაურის სიძის სკანდალი - სააპელაციო სასამართლოში განხილვა დასრულებულია. მოსამართლეთა კოლეგიის ვერდიქტს დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, ანდრია სიხარულიძე 14 აპრილს ელოდება.

მანამდე კი 11 წლიანი სტაჟის მქონე ყოფილმა პოლიციელმა სასამართლოს სიტყვით მიმართა, თქვა, ქრთამის აღებასთან შემხებლობა არ აქვს და მხოლოდ იმისთვის ისჯება, რომ ვახტანგ გომელაურის სიძე გააჩერა და მას ალკო-ტესტის გაკეთება მოსთხოვა.

ადვოკატი საქმის აბსურდულობაზე საუბრობს, მისი თქმით, "ქრთამის საქმეში" უნდა არსებობდეს ქრთამის ამღები და მიმღები, თუმცა, ამ შემთხვევაში საქმეში არც ერთი მათგანი არ იკვეთება. 

"პირველად შემხვდა სისხლის სამართლის საქმე, სადაც ფულის მიმცები და ამღები არ არიან პიროვნებები. არვც არსებობს მტკიცებულებები. არსებობს მხოლოდ ერთ-ერთი შსს-ს აგენტის ჩვენება, რომლის საფუძველზეცა რის აგებული მთელი საქმე", - აცხადებს ადვოკატი. 

დაკავებულის მამა კი პირდაპირ ამბობს, რომ მის შვილს ვახო გომელაურმა სიძის გაჩერება არ აპატია.

ეს ყველაფერი დაწყებულია იქიდან, რომ გომელაურის სიძე გააჩერა, თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. რა თქმა უნდა, მაგის მხრიდან არის ეს ყველაფერი შეკვეთილი", - ამბობს დაკავებულის მამა. 

ანდრია სიხარულიძის საქმეზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გავიდა. 

ყოფილი პოლიციელი, უფროსი ოფიცერი, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 11-წლიანი სტაჟი აქვს, ამტკიცებს, რომ ციხეში 7 წლით მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.  

სიხარულიძის ჩვენებების მიუხედავად, რომელიც ზობა მიხანაშვილს ამხელს, ამ დრომდე გამოძიება ამ მიმართულებით დაწყებული არ არის. 

მსგავსი სიახლეები