"ოქტომბრის თვიდან ორგანიზაცია დახურულია" - "სირცხვილია" ანგარიშების დაყადაღებას დაშინებას მცდელობად აფასებს
საქველმოქმედო ფონდებთან ერთად პროკურატურის მოთხოვნით დაყადაღებულია მოძრაობა "სირცხვილიას" ანგრიშებიც, რომელსაც ბრუნვა წლებია აღარ აქვს.
აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციისთვის გაუგებარია. "პირველებთან" საუბრისას "სირცხვილიას" წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ ფუნქციონირება, ფაქტობრივად, შეწყვეტილი აქვთ და შესაბამისად, არც საბანკო ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.
"სირცხვილიაში" არ გამორიცხავენ, რომ ეს ფაქტი იმ ორგანიზაციების დაშინებას ემსახურებოდეს, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფონდები ვითომ დანაშაულებრივი ტვირთი გადმოიტანეს „სირცხვილიას“ წევრებზეც და ორგანიზაციაზე, ზოგადად, თუმცა ფაქტი არის ჯიუტი, რომ ოქტომბრის შემდეგ ანუ არჩევნების შემდეგ ორგანიზაციას არ ჰქონია არანაირი ტრანზაქცია ანგარიშებზე და ორგანიზაცია არის დახურული ოქტომბრის თვიდან. მიზეზი, შესაძლოა, იყოს ჩენი დაშინება, თუმცა შიშის ნაცვლად, მე პირადად, სიამაყის გრძნობით ვივსები, რომ ვარ თანადამფუძნებელი იმ ორგანიზაციისა, არა მხოლოდ მისი არსებობის განმავლობაში უქმნიდა თავის ტკივილს ოლიგარქს, არამედ მისი დახურვის შემდეგაც კი ოლიგარქი ამ ორგანიზაციის აჩრდილს დასდევს. სხვა მიზეზი, უბრალოდ, გაუგებარია. ორგანიზაციამ ყველა რესურსი დააბრუნე თავის დონორ ორგანიზაციებთან და შეჩერებული აქვს სრულიად როგორც საჯარო კომუნიკაცია, ასევე სრულიად მუშაობა. ორგანიზაცია არის დახურული, - ამბობს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.