"შაბათის ეთერის" ოპერატორი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის მეორედ დააჯარიმეს - ის აქცია იღებდა

18.03.25 11:45
"შაბათის ეთერის" ოპერატორი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის მეორედ დააჯარიმეს - ის აქცია იღებდა

"შაბათის ეთერის" ოპერატორი, გიორგი მოსიაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის მეორედ დააჯარიმეს. 

მისი თქმით, მას გომელაურის უწყება 11 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება: 

მეორე ჯარიმა მომიტანეს სახლში. ამჯერად 11 მარტს გადამიკეტავს რუსთაველის გამზირი. 21:03 ზე გადაიკეტა და მე ამ ვიდეოს ტროტუარიდან ვიღებდი საინფორმაციისთვის. ოქმში წერია, რომ 21:21 ზე, უკვე გადაკეტილი რუსთაველი, ხელახლა გადავკეტე" - წერს ოპერატორი. 

 

მსგავსი სიახლეები