კობახიძემ ჰესების მშენებლობის ნებართვა "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენებს მისცა

გოჩა ენუქიძე, დავით სონღულაშვილი და "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენები - იდენტიფცირებულია 6 კომპანია, ვისაც რეჟიმმა ჰესების მშნებლობის ნებართვა მისცა. განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
სპეციალისტების შეფასებით, "ოცნების" პრემიერის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკული სექტორი, პრაქტიკულად, ოლიგარქის მორჩილი ბიზნესმენების და თანაგუნდელების ხელში გადადის. ყველა ეს ბიზნესმენი "ოცნების" პარტიის მსხვილი შემომწირველია.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის კორუფციის ჩაკეტილი წრე, როდესაც სახელმწიფო რესურსები პარტიასთან დაკავშირებულ პირებზე ნაწილდება.
ესეთი ჩაკეტილი წრე აქვს, კოროფციული წრე. ეს არის პერსპექტიული სექტორი, ასე ვთქვათ, ხო, სადაც შეიძლება ფულის კეთება და რა თქმა უნდა, ამ პერსპექტივას და ფულის კეთების საშუალებას ხედავს მმართველი პარტია და ასევე მასთან დაახლოებული ბიზნესმენები და ისინი ყველაფრით ცდილობენ ,რომ ხელში ჩაიგდონ ეს მიმართულება. ყველა მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობის ნებართვა აქვს ან თვითონ პარტიის წევრებ, ან ოჯახის წევრებს, ან პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და შემომწირველებს. ეს არის კორუფცია, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ასე რიგდებოდეს ქვეყნის რესურსები და მათი გამოყენებაზე უფლება, მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც პოლიტიკურად არის დაკავშირებული პარტიასთან.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ივანიშვილმა ჰესების მშენებლობა ფულის კეთების საშუალებად აქცია და ეს სარგებელი სწოდეს ისევ ოლიგარქის გარემოცვასთან მიდის.
ეს რაღაცა ლოკალური ფეოდალები სონღულაშვილი, ანუქიძე და სხვები, რომლებიც სახელმწიფო რესურსებით, სახელმწიფო გავლენებით სარგებლობენ და ამით შოულობენ მილიონებს. შეგიძლია სემეკის ლიცენზია მარტივად მოიპოვო. აქ მხარს გიჭერს სახელმწიფო, შემდეგ უკვე სესხიც არ არის პრობლემა საერთაშორისო და არის, რავი, საშვილიშვილო ფულის წყარო და აქ ხო მარტივად ჩანს, ტყუილად ხო არ აწერენ ყველაფერს ხელს, ტყუილა კი არ აქვთ ენა მუცელში ჩადებული-მთელი ცხოვრებაა გუჩა ენუქიძესავით, იმიტომ რომ სარგებელს ნახულობს, - ამბობს თამზ დათუნაშვილი.
ამავე აზრს იზიარებს გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი.
ეს მიმტაცებელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის თვისი სპონსორებისთვის, რომ მათი მხარდაჭერა, მათი ყველანაირი რესურსის გამოყენება მოახერხონ საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად და ქვეყანაში ავტორიტალული რეჟიმის დასამყარებლად, - ამბობს ლილუაშვილი.