ჩხრეკა მოხალისის სახლში - მოქალაქე მომხდარს ფონდების საქმეს უკავშირებს
ჩხრეკა მოხალისის სახლში, რომელიც გურიაში, სამაშველო ღონისძიებაში იყო ჩართული - სამოქალაქო აქტვისტი, ლევან გათიაშვილი ამბობს, რომ პოლიციის ათამდე თანამშრომელი ჯერ სახლში შეუვარდა, შემდეგ კი ქალაქში გადადგილებისას გააჩერეს და გამოკითხვაზე დაიბარეს.
გათიაშვილის თქმით, ძალოვანები ეძებდნენ მობილურებს და ელექტრონულ მოწყობილობებს, თუმცა ვერაფერი იპოვეს და ე.წ. სავარჯიშო ლეიბები ამოიღეს.
ირკვევა, რომ ჩხრეკის დასრულებიდან ერთ საათში, გათიაშვილი ავტომობილით გადაადგილების დროს გააჩერეს, საბოლოოდ, კი გამოკითხვაზე დაიბარეს, იქ მისული აღარ გამოჰკითხეს, თუმცა თბილისის დატოვება აუკრძალეს.
რა თქმა უნდა, ფორმის გარეშე შემოვარდნენ, არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ, იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ - უბრალოდ, "რასაც გეუბნები, უნდა გააკეთოო". პირველ რიგში, გამომტაცეს ხელიდან ტელეფონი, რადგან ტელეფონზე ვუყურებდი კურიერის აპლიკაციას, მეგონა, რომ კურიერი იყო მოსული. აღმოჩნდა, რომ ჩემს სახლში სპეცოპერაციას რუსული მეთოდებით ატარებდნენ.
შემოვარდნენ, გადმომიყარეს სახლში ყველაფერი, ჩემი ინფორმაციით, ეძებდნენ კომპიუტერულ მოწყობილობას. ძალიან ბევრჯერ გაიმეორეს, რომ "ნოუთბუქები სად გაქვსო". ჩემგან ვერ მიიღეს პასუხი და გადმოყარეს ყველაფერი. დაავლეს ხელი ორ ცალ პარალონს და ორი ცალი პარალონი წაიღეს. რომ ვუთხარი, "რატომ მიგაქვთ- თქო", მითხრეს, რომ შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო სისხლის სამართლის დანაშაულთან. ვუთხარი, რომ თუ სისხლის სამართლის საქმესთან არის აღძრული, რატომ არ მაკავებენ მე და რატომ არ გამაცნეს უფრო მეტი დეტალი.
მითხრეს, რომ საქმე მე არ მეხებოდა უშუალოდ, მოწმის სახით უნდა დავებარებინე განყოფილებაში, ამიტომ სხვის საქმეზე ვერ ისაუბრებდნენ"- აცხადებს აქტივისტი.
მოხალისე რამდენიმე სააათის წინ სპეოცერაციას საქველმოქმედო ფონდებთან კომუნიკაციას უკაშირებს:
მოგეხსენებათ, ნანუკას ფონდი ყველა სტიქიის დროს უწევს მოქალაქეებს დახმარებას. უშუალოდ გურიაშიც განხორციელდა მსგავსი ქმედებები და ეს რომ მომხდარიყო, რაღაც ორგანიზებულად და მენეჯმენტის სახე ჰქონოდა ამ ყვველაფერს, ვიყავი ჩართული ფონდის საქმიანობაში, როგორც ასეთი, ფონდის თანამშრომელი ვარ", - ამბობს "პირველებთან" გათიაშვილი.
"პირელები" ასევე სინდისის პატიმრების მშობლებს ესაუბრა, რომლებიც უკვე თვეებია, უწყვეტი პროტესტში მონაწილეობენ.
დედები ამბობენ, რომ ამბობენ, რომ ის, რაც ფონდების ირგვლივ ხდება, ივანიშვილის გუნდის მხრიდან დაშინების მცდელობაა.
სინდისის პატიმარ ნიკა კაციას დედა მიმდინარე მოვლენებს 37 წელს ადარებს.
დადგა 37 წელი, იმიტომ, რომ მამაჩემის მამა დახვრიტეს 37-ში და იქ წავიკითხე ეს ფრაზა, ძალიან დამამახსოვრდა; "საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა". აი, გუშინდელი განცხადება პროკურატურის რომ წავიკითხე აი, გამახსენდა, ახლა სხვა ფრაზით წერია, მაგრამ იგივეა - არანაირი სხვაობა, - ამბობს ნიკა კაციას დედა.