“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, აანონსებს მასშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფეხბურთო კლუბ “პარი-სენ-ჟერმენს შორის “

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სიამაყით აცხადებს ძალიან ამაღელვებელი პარტნიორობის შესახებ, რომელიც შედგა ქართული წყლის ბრენდს “მთის“ და მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ საფეხბურთო კლუბ “პარი-სენ-ჟერმენს” შორის.
“მთის“ და “პარი-სენ-ჟერმენის” საფეხბურთო კლუბი მოხარულია რეგიონალური პარტნიორობის და ორი მსოფლიო გამორჩეული ბრენდის პარტნიორობის შესაძლებლობით. ეს კოლაბორაცია ემსახურება ინოვაციისა და სრულყოფილებისადმი ერთგულებას და საფუძველს უყრის წყალი “მთის“-თვის მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ისევ შთააგონებს ადამიანებს იყოს ცხოვრებით სავსე და მისდიოს აქტიური ცხოვრების წესს.
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია კოკა-კოლას ბრენდების პორტფელში. წყალი “მთის“ ფილოსოფია „იცხოვრე სრულყოფილად!“ ზუსტად გადმოცემს ქართულ სულს და სიძლიერეს, აერთიანებს ავთენტურობას და ენერგიას.
„პარი-სენ-ჟერმენთან“ კლუბთან რომელიც წარმატების სიმბოლოა, მის ტალანტებთან და კლუბის გულშემატკივრებთან მთელს მსოფლიოში, ძალების გაერთიანებით წყალი “მთის” ცნობადობა იზრდება სპორტის და უალკოჰოლო სასმელების მოყვარულებს შორის ევროპელი მასშტაბით. “ჩვენ აღფრთოვანებული ვართ “მთის“ და „პარი-სენ-ჟერმენს“ შორის პარტნიორობის გაფორმებით. ეს კოლაბორაცია ხელს შეუწყობს მოხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პრემიალური სასმელი, არამედ გამოკვეთს ჩვენს ხედვას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე, მხარი დავუჭიროთ სპორტს, ახალგაზრდების კულტურულ განვითარებას, ინოვაციებს,,- აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
„ჩვენ დიდი სიამაყით ვესალმებით ჩვენს რეგიონალურ პარტნიორს - წყალი “მთის”! ეს პარტნიორობა ნათელი მაგალითია ჩვენი ერთიანი ხედვის ვიყოთ ინოვაციური და სრულყოფილი, ჩვენს გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში შევთავაზოთ უნიკალური შესაძლებლობები და გამოვკვეთოთ სპორტში თანამონაწილეობის ახალი კონტურები“ - აღნიშნა საფეხბურთო კლუბ „პარი-სენ-ჟერმენის“ გლობალური პარტნიორობის დირექტორმა, ქალბატონმა ნიკოლა იბეტსონმა.
პარტნიორობა, რომელმაც ორი გამორჩეული ბრენდი ერთმანეთს მჭიდროდ დააკავშირა, ბევრ ექსკლუზიურ გამოცდილებებს, აქტივობებს, ინოვაციურ მარკეტინგულ კამპანიებს შესათავაზებს როგორც ქართველ, ისე სხვადასხვა ქვეყნების გულშემატკივარს.
ეს წამოწყება, კიდევ ერთხელ ნათელს ხდის ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, ერთგულებას ხელი შეუწყოს სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესების შეკავშირებას.