ბათუმელი მედროშის პირველი კადრები 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ (ფოტო)
ბათუმელი მედროშის პირველი კადრები 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ - ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 56 წლის თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი იწყება.
სასამართლომ ქათამაძის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს.
საქმეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე იხილავს.
ცნობისთვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს.
ბათუმელი აქციების მედროშე პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა.