მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი 31 მარტამდე გადაიდო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო - შემდეგი სასამართლო სხდომა 31 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა.
მისივე თქმით, მომდევნო სხდომას სწორედ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით დაიწყებენ.
გამოძიება ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.