ნუკრი ქანთარიას ბრძანების საფუძველზე, ბათუმის თეატრის მსახიობს ხელფასი 6 თვით შეუწყვიტეს

18.03.25 16:07
ნუკრი ქანთარიას ბრძანების საფუძველზე, ბათუმის თეატრის მსახიობს ხელფასი 6 თვით შეუწყვიტეს

ბათუმის დრამატულმა თეატრმა, სამხატვრო ხელმძღვანელის, ნუკრი ქანთარიას ბრძანების საფუძველზე, მსახიობ მეგი კობალაძეს 6 თვით ხელფასი შეუწყვიტა.

  • ბრძანებაში წერია: "მდგომარეობა არ იყოს ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი. სოციალურ სივრცეში დაწერა გაფიცვის შესახებ და ამავდროულად არ წარმოადგინა ბიულეტენის გახსნისთანავე სამედიცინო ცნობა", 

“6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს (სამხატვრო ხელმძღვანელი) რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელოო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი?

ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ თუ რაოდან მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე შენთვის :))) ასეც ვიცოდი,” - წერს სოციალურ ქსელში მეგი კობალაძე.

ცნობისთვის, ნუკრი ქანთარია მსახიობებმა პოლიტიკურ დევნაში აქამდეც არაერთხელ ამხილეს.