თბილისში "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარში გაიმართება

18.03.25 16:41
თბილისში "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარში გაიმართება

თბილისში, აშშ-ს მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე- მარჯანიშილის მოედნიდან მსვცლელობას გამართავენ. 

აქცია პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტ პროტესტს უერთდება. საქართველოს მოქალაქეები 110 დღეზე მეტია უწყვეტ პროტესტს მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა-ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთვისუფლებაა. 

"მეგობარი აქტი" სენტში დარეგისტრირდა. ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური ნაბიჯების გამო "ოცნების" სანქცირებას მოიაზრებს და სენატში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, წინ მიიწევს