სამაგალითოდ დასჯა ხალხის დახმარებისთვის - ნანუკა ჟორჟოლიანი მის დაკავებას არ გამორიცხავს

ნანუკა ჟორჟოლიანი, ფონდის დაყადაღების შემდეგ, ბრალის წარდგენას და დაკავებას არ გამორიცხავს. თვლის, რომ აბსურდულ საქმეზე დაწყებული გამოძიების კულმინაცია შესაძლოა, დაკავებებით დასრულდეს. მანამდე კი ელის სახლის ჩხრეკასაც. ფონდის დაყადაღებიდან 24 საათის შემდეგაც არ აქვს მთავარ კითხვებზე პასუხი, ამიტომ განმარტებებს გაბიტაშვილის უწყებისგან ითხოვს.
დააყადაღეს ყველა, ვინც სინდისის პატიმრებს, მათ ოჯახებს, ასევე სტუდენტებს ეხმარება და ურიცხავს ბინის ქირას, სწავლის გადასახადისა და მკურნალობის თანხებს, ასევე დაყადაღებული ის ორგანიზაციებიც, რომლებიც გურიის სტიქიის დროს მოქალაქეებს ეხმარებოდნენ და უკანონო ჯარიმების დაფარვაში ეხმარებოდნენ. ორგანიზაციების ხელმძღვანელები გაჩერებას და დანებებას არ აპირებენ და აანონსებენ, რომ ოჯახებს, რომლებსაც მათი დახმარება სჭირდებათ, არ მიატოვებენ.
პროკურატურა ფონდების დაყადაღებას იმდენად ჩქარობდა, რომ ყურადღება აღარ მიაქცია, რამდენად აქტიურია სამოქალაქო ორგანიზაცია. "სირცხვილია", რომელიც არჩევნების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს და გადარიცხვები ამ ფონდიდან აღარ ხორციელდება, პროკურატურამ მაინც დააყადაღა. მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ცალსახაა - მომიტინგეების შეშინება და აქციების შეწყვეტა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.