მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლის აღიარება - დეტალები სინდისის პატიმრის პროცესიდან
მოსამართლე ნინო სახელაშვილი აღიარებს, რომ მას მზია ამაღლობელის გასამართლების კომპეტენცია არ აქვს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, დაადასტურა ის, რასაც რეჟიმის პატიმარი ჟურნალისტის ადვოკატები ამბობდნენ - სახელაშვილს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით არც განათლება მიუღია და არც საჭირო გამოცდები აქვს ჩაბარებული.
მართალია, მოსამართლემ თავადვე აღიარა, რომ სისხლის სპეციალიზაციით განათლება მიღებული არ აქვს, თუმცა ადვოკატების აცილების შუამდგომლობა მაინც არ დააკმაყოფილა. სახელაშვილია არის მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს დაუსაბუთებელი პატიმრობა ჯერ კიდევ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობისას შუფარდა. ამ პოლიტიკური დავალების შესრულებისთვის ჯილდო სახელაშვილის უვადო მოსამართლედ გამწესება აღმოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად რეჟიმის ტყვე ჟურნალისტის საქმეზე არსებითი განხილვაც იმავე მოსამართლეს დაეწერა. ფორმალურმა სასამართლო სხდომამ, მზია ამაღლობელს საბჭოთა რეპრესიები გაახსენა.
სანქცირებულ მოსამართლეს და პროკურორებს მთელი პროცესის განმავლობაში პროტესტის ხმა ესმოდათ. სინდისის პატიმრის მხარდასაჭერად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინაროებდა. დარბაზში მსხდომ ხალხს მზია ამაღლობელის და რეჟიმის 50 პატიმრის მხარდასაჭერი პლატები ჰქონდა გაშლილი, რამაც მოსამართლე წყობიდან გამოიყვანა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.