თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები - სინდისის პატიმრები სისტემას სასამართლოს დარბაზში ამხელენ

18.03.25 20:38
თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები - სინდისის პატიმრები სისტემას სასამართლოს დარბაზში ამხელენ

სინდისის პატიმარმა გიორგი ახობაძემ პროკურატურაა საქმის შეკერვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ექიმმა რეანიმატოლოგმა დღეს მოსამართლე ჯინჯოლიას პირდაპირ უთხრა, რომ საქმე თეთრი ძაფით შეკერილია. ახობაძე ამბობს, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერრბა ჩაუდეს. ე.წ. ჩამდები პოლიციელების ამოცნობა მას შეუძლია, თუმცა პროკურატურამ პოლიციის მაღალჩინოსნები საქმიდან გააქრო.

ექიმ რენიმატოლოგის გათავისუფლებას ადვოკატები  გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა ოლიგარქის მორჩილმა მოსმართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რეჟიმი ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ უკან, ციხეში გაუშვა თემურ ქათამაძეც. მას არც ტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, სხდომათა დარბაზიდან კი რეჟიმი თემურ ქათამაძემაც ამხილა. ბათუმელი მედროშე ამტკიცებს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ კლინიკა "ვივამედთან" შეთანხმებით მისი სიცოცხლე სააფრთხეში ჩააგდეს. მედროშე ამბობს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნი გაბიტაშვილის უწყებასაც კი მიმართა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არავის მოუხდენია.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

( ადვოოკატი

პროკურატურაას გაყალბებულ საქმეში არ ყავს ნეიტრალური მოწმე და არ აქქვთ არც ვიდეო კადრები რომელიც ჩხრეკის დროს გომელაურის პოლიციას წესის მიხედვით უნდა გადაეღოო

მსგავსი სიახლეები