გადადის თუ არა ენერგეტიკული სექტორი ივანიშვილის რეჟიმის ჩინოვნიკების ხელში?
6 განკარგულება და 2 დღეში ჰესებზე გაცემული ნებართვების სერია - გადადის თუ არა ენერგეტიკული სექტორი ივანიშვილის რეჟიმის ჩინოვნიკების ხელში? ირაკლი კობახიძემ ხელი განკარგულებებს ერთმანეთის მიყოლებით მოაწერა.
"ლუჯი ჰესის" მშენებლობაზე ხელშეკრულება ეკონომიკის სამინიტრომ უნდა გააფორმოს. ამ ჰესს შპს "ცხენისწყალი 1" აშენებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მეწილე გარემოს დაცვის მინისტრის, დავით სონღულაშვილის მამა და ძმა არიან. იოსებ და ბიძინა სონღულაშვილებს "ოცნებისთვის", ჯამში, 270 ათასი ლარი აქვთ შეწირული.
"გუდამაყარი ჰესი" მილიონერ მდუმარე დეპუტატს გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ ბიზნესში შემოვიდა. ჯერ კიდევ გასულ წელს კობახიძემ მის კომპანიებისთვის მშენებლობის ნებართვის რამდენიმე განკარგულება გამოსცა. მდუმარებით ცნობიი დეპუტატს და მის ბიზნესპარტნიორებს "ქართული ოცნებისთვის" თითქმის ნახევარი მილიონი ლარი აქვთ შეწირული.
კობახიძის ერთი ხელმოწერით ჰესების მშენებლობის უფლება და შეღავათები მიიღეს ოლიგარქის პარტიის სხვა დამფინანსებლებმაც. "ჯაბალი ჰესის" მფლობელებმა "ოცნებას" 180 ათასი ლარი ჩაურიცხეს, "ჭიდოლა ჰესის" მფლობელებმა კი 120 ათასი ლარი. "გუბაზეული ჰესის" მეწილემ "ოცნებას" 100 ათასი ლარი აჩუქა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გარიგება შედგა - მცირე ჰესები, რომლებიც დიდი ფულის კეთების მარტივი გზაა, ოლიგარქის გარემოცვაში ნაწილდება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.