განათლების ყოფილ მინისტრს შავი ზღვის უნივერსიტეტის კონტროლი ჩააბარეს

18.03.25 20:52
 განათლების ყოფილ მინისტრს შავი ზღვის უნივერსიტეტის კონტროლი ჩააბარეს

განათლების ყოფილ მინისტრს ახალი თანამდებობა აქვს. გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დანიშნეს. დანიშვნის მიზეზი ამილახვარის 12 წლიანი გამოცდილებაა. უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ განათლების ყოფილი მინისტრია ის, ვისაც ახალი გამოწვევების დაძლევა და სასწავლებლის განვითარება შეუძლია.  

განათლების ყოფილ მინისტრს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები   რეპრესიებში და მისი მინისტრობის დროს სუსის გავლენების გაძლიერებაში ამხელენ. იხსენებენ, რომ პროევროპული აქციების დროს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების გაჩუმებას ,,ქართული ოცნება'' განათლების სამინისტროს ხელით ცდილობდა.  

განათლების ყოფილ მინისტრს დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი სამუშაო დღე აქვს. ის შეხვდა სასწავლებლის გუნდს. ჩნდება კითხვა, რამდენაად პოზიტიური როლი ექნება გიორგი ამილახვარს უნივერსიტეტის განვითარებაში? ჩნდება ეჭვი,  რომ ის სასწავლებელში მომუშავე ლექტორებს თუ სტუდენტებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიციები აქვს და ქუჩაში აქციებზე გამოდიან, მათზე გავლენები გააძლიეროს.  

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.