აუდიტორიებიდან ქუჩაში - სტუდენტები აქციების 24 საათიან რეჟიმზე გადადიან

18.03.25 20:57
აუდიტორიებიდან ქუჩაში - სტუდენტები აქციების 24 საათიან რეჟიმზე გადადიან

ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა 18 მარტის ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. აუდიტორიებიდან პროტესტმა პარლამენტთან გადაინაცვლა - 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყო. სტუდენტები, რომლებმაც სამართალი უნივერსიტეტში ვერ იპოვეს, გამოსავალს დღის აქციებში ხედავენ. რექტორს ხმა ვერ გააგონეს, ახლა უკვე პარლამენტის წინ ათენებენ და მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ გაჩერებას. 

მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა. სტუდენტების ნაწილი "ოცნების" გადადგომას ითხოვს. ისინი, ვინც ღამე რუსთაველზე გაათენეს, ამბობენ, რომ რეჟიმი მათ დასაშინებლად ყველა მეთოდს მიმართავს, მაგრამ არ ეშინიათ და ბოლომდე იბრძოლებენ.  

სეუს სტუდენტები 1 თვე საკუთარ უნივერსიტეტთან ათებენდნენ, რადგან ადმინისტრაცია შენობაში არ უშვებდა და მათ გაძევებას პოლიციის ძალითაც კი ცდილობდა, ნაწილს სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს.

24 საათიან რეჟიმში პროტესტი პარლამენტის წინ უწყვეტად გაგრძელდება. სტუდენტებს შეუერთდნენ პატიმრების მშობლებიც, მათ შორის ზვიად ცეცხლაძის დედაც, რომელიც ახლა უკვე საკანონმდებლო შენობასთან მუდმივი პროტესტისთვის დარჩება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.