პროტესტის 111 დღე ქვეყანაში - საზმაუსთან მოქალაქეები ისევ ღია ეთერს ითხოვენ

18.03.25 21:10
პროტესტის 111 დღე ქვეყანაში - საზმაუსთან მოქალაქეები ისევ ღია ეთერს ითხოვენ

პროტესტის 111 დღე ქვეყანაში - აქციის მონაწილეების ნაწილი ტრადიციულად საზმაუსთან შეიკრიბა. ისინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევ ღია ეთერის გახსნას მოითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძალაში რჩება ის ორი მთავარი მოთხოვნაც, რომელიც ახალი არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. 

ჩვენი მოთხოვნა იყო ეთერი ხალხს და რომ გათავისუფლებულიყვნენ  პასუხისმგებელი პირები საზმაუდან. პროპაგანდის წინაარმდეგ ბრძიოლის გარეშე შეუძლებელია, რომ ამ პროცესებშ გამარჯვებულები გამოვიდეთ და სწორედ ამიტომ, ჩვენი დღევანდელი აქ ყოფნა და ზოგადად, მთელი ეს 100 დღე, მათ შორის, თავის თავში მოიაზრებს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას და აქედან გამომდინარე, საზმაუ უნდა იყოს ხალხის ტელევიზია და პირველ რიგში, თუკი ვინმეს მოეთხოვება პასუხი პროპაგანდაზე, სწორე საზოგადოებრივი მაუწყებელია, - ამბობს აქციის მონაწილე. 

საზმაუს შენობის წინ მოქალაქეები ამ წუთებში გარე ეთერს მართავენ, სადაც ისინი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. 

ცოტა ხანში პროტესტის მონაწილეები უკვე მსვლელობით დედაქალაქის მთავარ გამზირისკენ დაიძრებიან.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.