ქვის ცვენის და ზვავების გამო, დიზი-ლახამულას და კალა-უშგულის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

18.03.25 21:20
ქვის ცვენის და ზვავების გამო, დიზი-ლახამულას და კალა-უშგულის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქვის ცვენის და ზვავების გამო, დიზი-ლახამულას და კალა-უშგულის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქვის ცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზის კმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.