სისხლიანი დაპირისპირება დმანისში - ოპოზიცია ხელისუფლების ზონდერ ჯგუფების ლიდერს ასახელებს

22.09.21 13:27
სისხლიანი დაპირისპირება დმანისში - ოპოზიცია ხელისუფლების ზონდერ ჯგუფების ლიდერს ასახელებს

,,ქართული ოცნება" მოძალადეებს არ აკავებს, ხელისუფლების სადამსჯელო რაზმის ერთ-ერთი ლიდერი ისევ თავისუფალია. ოპოზიცია დმანისში მომხდარ შეირაღებული დაპირისპირების ორგანიზატორად ზურა ოკმელაშვილს ასახელებს, ამბობენ, რომ ის ხელისუფლების  ზონდერ ჯგუფის ლიდერია და მის სახელს რეგიონში არაერთი კრიმანალური გარჩევა და ძალადობა უკავშირდება.

ირკვევა, რომ ზურა ოკმელაშვილი რეგიონში განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში აქტიურდება მაშინ, როდესაც ,,ქართულ ოცნებას" ხმების მობილიზება სჭირდება. ასე მოხდა გუშინაც, როდესაც ოპოზიციაზე განხორცილებული თავდასხმის დროს ოკმელაშვილი ძალადობის ეპიცენტრში იყო. ,,ოცნების" დასაყრდენი დმანისში დღეს ტვ პირველის კამერას დაემალა. მომხდარი ძალადობის ფაქტზე კი პოლიციას ის  ჯერ არ გამოუკითხავს.

 ტვ პირველი დმანისში ოკმელაშვილის სახლში მივიდა.  ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოკმელაშვილი სახლში არ იმყოფება, თუმცა მისი პიროვნებით პოლიციას არ დაინტერესებულა.

,,ქართული ოცნების" დმანისის ორგანიზაციაში დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა ასევე აცხადებენ, რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები