ყაველაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განკარგულება გააუქმა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა

19.03.25 11:57
ყაველაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განკარგულება გააუქმა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება გააუქმა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მანუჩარ კოკოჩაშვილის სარჩელის საფუძველზე, 2024 წლის 22 ივლისს შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ მე-5 პრეზიდენტის განკარგულება. კოკოჩაშვილი კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი იყო. 

ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, "საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით.  შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი".