ნაფიცი მსაჯულები ავარიაში მოხვდნენ, სასამართლო ვერდიქტის გამოტანას ვერ ახერხებს

22.09.21 13:43
ნაფიცი მსაჯულები ავარიაში მოხვდნენ, სასამართლო ვერდიქტის გამოტანას ვერ ახერხებს

ნაფიცი მსაჯულების დაგვიანებული ვერდიქტი, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ნაფიცმა მსაჯულებს გადაწყვეტილება ზუსტად 12 საათზე უნდა გამოცხადებინათ, თუმცა მსაჯულების ნაწილი ავტოავარიაში მოყვა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

საბოლოო ვერდიქტი მსაჯულებს დღეს თელავში მოხმდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე უნდა  გამოცხადებინათ. პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს,  თელავის საავადმყოფის დირექტორის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

მედიკოსების ინფორმაციით, კეთდება კვლევები და რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, მიიღებენ თუ არა მსაჯულები სასამართლოს მუშაობაში მონაწილეობას. 

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ ვანო ზანდარაშვილისთვის მაქსიმუმ 3 წლამდე სასჯელს ელოდებიან,  დაზარალებული მხარის წარმომადგენლები კი  დამნაშავისთვის მინიმუმ 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ.

საქმის მასალების მიხედვით, კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა ზურა საჩიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

მსგავსი სიახლეები