მკვლელობა გლდანში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
მკვლელობა გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე - "პირველების" ინფორმაციით, შუახნის კაცის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა იპოვეს.
50 წლამდე მამაკაცი მე-12 სართულზე ცხოვრობდა, სადაც სათვალთვალო ვიდეო კამერებია დამონტაჟებული.
ერთ-ერთი ვერსიით, ბინა, სადაც მკვლელობა მოხდა, გაქირავებულია. კაცს ცივი იარაღით, დანით აქვს მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვავის ადგილიდან არ მიმალულა, მან 112-ში თავად დარეკა, სასწრაფო გამოიძახა და ადგილზე მისულ პოლიციასაც თავად ჩაბარდა.
ბოჭორიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცხედარი პროზექტურაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.