მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაციას პატიმრობა ძალაში დატოვა
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა კაციას პატიმრობა ძალაში დატოვა.
- ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. ნიკა კაციას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს - ჟურნალისტი რამდენიმე თვეა, საქმის გამოძიებას მოითხოვს:
- ის, რომ მე სახლთან დამაკავეს და არა იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია საქმის მასალებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა და სწორედ იმ ერთადერთი მტკიცებულების განადგურების მცდელობაა საქმის დანარჩენ სხვა მასალებთან ერთად.
- ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლის იქ ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონიდან ამოღებული რუკით დგინდება, სად დამაკავეს"- თქვა დაკავებულმა"- განაცხადა სასამართლოზე ნიკოლოზ კაციამ.
მისი თქმით, „პროკურატურა ცდილობს, კონკრეტული ადამიანები საქმიდან გაწიოს”. ჟურნალისტის ინტერესდება, თუ ის ნამდვილად ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს და არა საპროტესტო აქციების გამო, რატომ დაუსვეს კითხვები აქციებთან დაკავშირებით?
როცა ვამბობ, რომ თეთრი ძაფით არის შეკერილი შავი ტყუილი, იცით, რას ვგულისხმობ? ის ადამიანი, ვინც იქ დამხვდა კაბინეტში და მელაპარაკებოდა, ის არის, ვინც 3 დეკემბერს გადამიღო ვიდეო, რომლის საფუძვლადაც შემდეგ შეთითხნეს, რომ ამას ტატუები აქვს და მოდი, ჩავუდებ ნარკოტიკს”. – თქვა მან.
ნიკა კაციამ სხდომატა დარბაზიდან რეჟიმს დღეს დიდი მხილება დაუანონსა. ჟურნალისტმა თქვა, რომ საბოლოო კარტებს დასკვნით სხდომებზე გახსნის.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.