ფერიას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, დაშავებულია ერთი ადამიანი

22.09.21 14:21
ფერიას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, დაშავებულია ერთი ადამიანი

აჭარაში ისევ სტიქიის შედეგებს ებრძვიან. სტიქია მძვინვარებს გურიაშიც. მოსახლოება შველას ითხოვს. საზღვაო ქალაქში გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. დატბორილია  სახლები, ქუჩები და კომერციული ობიექტები, ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლოებას გაუნადგურდა ავეჯი, ტექნიკა და  საყოფაცხოვრებო ნივთები.

სტიქიაა ურეკშიც, სადაც სახლებთან ერთად დატბორილია პოლიციის შენობაც. წვიმის პარალელურად რეგიონში მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა, რის შედეგადაც მიწის მასამ სამი საცხოვრებელი სახლი წაიღო.

მეწყრული პროცესი აჭარაში რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა, მათ შორის, ქობულეთში, ხელვაჩაურში. ფერიის დასახლებაში 7 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. 

7 ოჯახი ფაქტიურად არის ეკომიგრანტი, ზემოდან წამოსულმა მეწყერმა როცა სახლს დარტყა, შეანგრია კედელი და ერთი ადამიანი დაშავდა. - აცხადებს ტვ პირველთან თვითმხილველი.

ტვ პირველის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების შედეგად დაშავებული ქალბატონის კანმრთელობის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ბათუმს, ამ დროისთვის წყალდიდობაა ქუჩებში, მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. 

წვიმა ღამის 3 სათზე დაიწყო, 10 წუთში ადიდდა მდინარე და ქუჩები დატბორა. ვრეკავთ სამაშველო სამსახურში და გვეუბნებიან, ტექნიკა არ გვყოფნისო. ჯერ მხოლოდ ხალხი გადაჰყავთ. აქ საჭიროა ამოტუმბვა წყლის, რასაც ვერ ახერხებენ - აცხადებს ბათუმის მაცხოვრებელი.

სტიქიას ებრძვიან გურიაშიც, ოზურგეთში და მიმდებარე სოფლებში დატბორილია სახლები, წყალი შევიდა ურეკის პოლიციის შენობაშიც. პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ.

ამ დროისთვის გურიასა და აჭარაში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლების ზარალს ითვლიან.

მსგავსი სიახლეები