რეჟიმი აქტივისტების გასამართლებას აგრძელებს - პროცესები სასამართლოში
რეჟიმი აქტივისტების გასამართლებას აგრძელებს - ცოტა ხნის დასრულდა საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე გიორგაძის პროცესი. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ის 5000 ლარით დააჯარიმა. აქტივისტს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.
ჩაგუნავამ გაასამართლა ასევე დღეს მსახიობი სანდრო სამხარაძეც. ამ შემთხვევაში მოსამართლე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებოთ შემოიფარგლა. სანდრო სამხარაძეს აქციაზე აკრძალული ნივთის ტარებას ედავებოდნენ.
საქალაქო სასამართლოში ასევე გაიმართა ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი მუმლაძის პროცესი, რამდენიმე ადმინისტრაციულ საქმეზე, თუმცა ის მოსამართლემ 24 მარტს გადადო.
ამ წუთებში ასევე მიმდინარეობს, სინდიდის პატიმრის, თორნიკე გოშსაძის დედის, მარისი კობახიძის სასამრთლოს ხდომა, მას რეჟიმი აქციაზე გზის გადაკეტვას ედავება.