მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სინდისის პატიმრის დედა 5000 ლარით დააჯარიმა
სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
მარიზი კობახიძეს რეჟიმი გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
სინდიდის პატიმრის დედა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
კადრებში ჩანს, რომ მართლაც ვარ იქ, მაგრამ მე კი არ ვკეტავ გზას, გადადის ხალხი და მივყვები მეც. არ ვაპირებ ჯარიმის გადახდა, ვაპირებ გასაჩივრებას და ამის მერე ვნახოთ რა იქნება", - ამბობს სინდისისი პატიმრის დედა.
თორნიკე გოშაძეს რეჟიმი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მას 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.