პირველი ინტერვიუ კაცთან, ვის სახლშიც ხელყუმბარა შეაგდეს - კაცი ბიზნეს რეკეტზე საუბრობს
ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ორგანიზებული დაჯგუფების წევრები, ვინც რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის სახლის აფეთქება სცადა. მარნეულში, ელბრუს მამედოვის საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა გამთენიისას შეაგდეს.
"პირველებთნ" ინტერვიუში მამედოვი ადასტურებს, რომ მისთვის ადგილობრივი კრიმინალები ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, რაზე უარის შემდეგაც ეს თავდასხმა დაორგანიზდა.
კავი აღნიშნავს, რომ მისგან 100 ათასი დოლარის გადახდას ითხოვდნენ. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მუქარა სისრულეში სწორედ ამ მოქალაქრრბმა მოიყვანეს. უცნობმა პირებმა ჯერ სათვალთვალო კამერები დააზიანეს, რის შემდეგაც ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს. ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელები მისი თანასოფლელები არიან.
მე რუსეთში ვარ, წლებია აქ ვცხოვრობ. სახლში მაგ დროს არავინ იყო. მარტო ეზოში 9 სათვალავთო კამერა მაქვს დამონტაჟებული და ტელეფონით ვაკონტროლებ სულ. დილის 7 საათზე ყველა კამერა გაითიშა უცებ. გადავრეკე ჩემ ძმასთან, რომელიც მეზობლად ცხოვრობს, ის აკონტროლებს ტერიტორიას. გადასულა და ეს ამბავი დახვდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მოქმედებაში იყო მოყვანილი კიდევ კარგი
არ აფეთქდა. მერე პოლიცია მისულა და არკვევენ.ფული უნდოდათ და ვერ მიიღეს. რა თქმა უნდა ადგილობრივები იქნებიან ისინი, ვინც იცის რას ვსაქმიანობ. რამდენჯერმე დამირეკეს დაფარული ნომრიდან და პირდაპირ მთხოვდნენ, რომ 100 ათასი დოლარი დამერიცხა მათთვის. რა თქმა უნდა უარი მიიღეს" - ამბობს დაზარალებული.