ბიზნესმენს სახლში ხელყუმბარა შეუგდეს - მისი თქმით, საქართველოდან არეკეტებენ

19.03.25 20:39
ბიზნესმენს სახლში ხელყუმბარა შეუგდეს - მისი თქმით, საქართველოდან არეკეტებენ

მოსკოვში მცხოვრები  ბიზნესმენი მარნეულიდან ამბობს, რომ საქართველოდან არეკეტებენ. "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ელბრუს მამედოვი რამდენჯერმე განხორციელებულ ანონიმურ ზარს იხსენებს, მისი თქმით უცნობი პირები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ურეკავდნენ და 100 ათასი დოლარის გადარიცხვას სთხოვდნენ. მას შემდეგ რაც მამედოვმა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, მარნეულში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. 

შემთხვევის დროს სახლში არავინ იყო. ხელყუმბარა ძმის საცხოვრებელ სახლში პირველმა ჰამლეტ მამედოვმა აღმოაჩინა. ირკვევა რომ თავდამსხმელები სახლში დილით შეპარვას სათადარიგო კარით ცდილობდნენ. მამედოვი ჩვენთან საუბარში ამბობს რომ უცნობმა პირებმა კარის გახსნა ვერ შეძლეს და ხელყუმბარა ეზოში გარედან შეაგდეს.

ბიზნესმენის სახლს თავს სოფელ თაზაქენდში დილის 7 საათზე დაესხნენ.  კვალის დაფარვის მიზნით, თავდამსხმელებმა გარესამეთვალყურეო კამერები დააზიანეს ასაფეთქებლად გამზადებული ხელყუმბარა შეაგდეს და გაიქცნენ.

პოლიციას ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებია.

ბიზნესმენს სახლში ხელყუმბარა შეუგდეს - სოფო ნიაური დეტალებით