სტუდენტების პროტესტი აუდიტორიებს გასცდა - დღეიდან ეპიცენტრი განათლების სამინისტროც იქნება
უწყვეტი პროტესტის 112-ე დღე - განათლების სამინისტროსთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
პროევროპული აქციის მონაწილეები სტრატეგიას ცვლიან. სტუდენტები ფიქრობენ, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და რეჟიმი მის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს, სწორედ ამიტომ ახალგაზრდები აანონსებენ, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეიკრიბებიან და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.
- პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები კვლავ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
გამოვედით ჩვენი აუდიტორიებიდან, დავტოვეთ უნივერსიტეტები, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სათქმელი. ყოველდღე გვექნება განათლების სამინისტროსთან პროტესტი სტუდენტებს, რათა ამ რეჟიმს არ მივცეთ საშუალება, რომ გადგას მისი ფესვები განათლების სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა შეეხოს სხვა სფეროებს. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ვითხოვთ ჩვენი დაკავებული მეგობრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ",- ამბობს სტუდენტი.