ომბუდსმენი: ჩიკვაიძის მდგომარეობა საყურადღებოა
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა და სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ბიზნესმენი ჩიკვაიძე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი ჩიკვაიძის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.