"რატომ ატყუებთ ხალხს?! მსურს, იმედმა ეთერში მიგვიწვიოს" - სინდისის პატიმრის დედა

19.03.25 22:26
"რატომ ატყუებთ ხალხს?! მსურს, იმედმა ეთერში მიგვიწვიოს" - სინდისის პატიმრის დედა

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა მოითხოვს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" რეჟიმის ტყვეების მშობლებს საეთერო დრო დაუთმოს. 

განცხადება ნარგიზი დავითაძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. გისოსებს მიღმა გამომწყვდეული ახალგაზრდის დედამ თქვა, რომ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, რომელსაც სამთავრობო მედიის სჯერა, სიმართლის გაგებას იმსახურებს. 

ხვალ ვგეგმავთ განცხადების გაკეთებას. მონახაზი დაწერილია და მშობლებმა ბრიფინგის სახით უნდა ჩავატაროთ. მე მოტყუებული და შეურაცხმყოფელი ვარ. "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ვიყავი და ახლა მრცხვენია. აღმოგვაჩინეს გადაჩეხის პირას. მე ის მწყინს, რომ იმედს ვენდობოდი. მათი მჯეროდა. რატომ ატყუებთ ხალხს? როგორ უნდა ჩახედოთ მაყურებელს თვალებში. მინდა, რომ იმედმა მიგვიწვიოს." - განაცხადა ნარგიზი დავითაძემ. 

მსგავსი სიახლეები