"ოცნება" რუსეთის ინტერესებს ემსახურება - ჩერქეზიშვილი

19.03.25 23:55
"ოცნება" რუსეთის ინტერესებს ემსახურება - ჩერქეზიშვილი

"ოცნებას" ეროვნული იდენტობა დაკარგული აქვს, ის რუსეთის ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ივანიშვილის გუნდი რეპრესიული კანონების მიღებით თვითგადარჩენასა და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. 

"ქართულ ოცნებას" დაკარგული აქვს პიროვნული ნებელობა, დაკარგული აქვს ეროვნული იდენტობა. ისინი არ მოქმედებენ საკუთარი თავით, საკუთარი ნებით, სრულად ემსახურებიან რუსულ ინტერესებს. ნებისმიერი მათი ქმედება და ახალი ინიციატივა არის უბრალოდ თავის გადარჩენის ამბავი. რეალურად, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ მათ ვერ დაარწმუნეს ვერც შიდა საზოგადოება და თავისი ელექტორატი იმაში, რომ მოიგეს 2024 წლის არჩევნები, ვერ დაარწმუნეს ამაში საერთაშორისო საზოგადოება. უდგათ ძალიან სერიოზული პრობლემა. ალბათ, დასხდნენ დაილაპარაკეს და მიხვდნენ, ომ ერთადერთი გამოსავალი, რითაც შეიძლებოდა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება ეს იყო გადასულიყვნენ ამ ბრუტალურ, რეპრესიულ დღის წესრიგზე. ეს რეპრესიული კანონები, რასაც აკეთებენ, არის თვითგადარჩენის ამბავი ", - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.

მსგავსი სიახლეები