საზმაუს ეთერში კობახიძე საუბრობს - შენობის გარეთ პროტესტია
საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტია - "პირველი არხის" ეთერში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს პარალელურად, მოქალაქეები საზმაუს შენობასთან მივიდნენ და ცდილობენ, ირაკლი კობახიძეს საპროტესტო შეძახილები გააგონონ.
"მონა" - სკანდირებენ პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. მოქალაქეების ცნობით, ადგილზე მიყვანილია დაკავების მანქანაც.